სირიის სამთავრობო მედიის ინფორმაციით, ისრაელის ავიაიერიშს რვა სირიელი ჯარისკაცი ემსხვერპლა, შვიდი კი დაშავდა
სირიის სამთავრობო მედიის ინფორმაციით, ისრაელის ავიაიერიშს რვა სირიელი ჯარისკაცი ემსხვერპლა, შვიდი კი დაშავდა

ისრაელის ავიაიერიშს რვა სირიელი ჯარისკაცი ემსხვერპლა, შვიდი კი დაშავდა. სირიის სამთავრობო მედიის ინფორმაციით, შუაღამის 01:45 საათზე ისრაელის სამხედრო თვითმფრინავებმა ცეცხლი გახსნეს გოლანის მაღლობებიდან, რომელთა სამიზნე დარაას რაიონში სირიის არმიის სამხედრო პუნქტები გახდა.

ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ მათ განახორციელეს საჰაერო თავდასხმები სირიის სამხედრო ინფრასტრუქტურისა და ნაღმტყორცნების გამშვები პოზიციების წინააღმდეგ.

თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ საჰაერო თავდასხმები მას შემდეგ განახორციელეს, რაც ორი რაკეტა იქნა გაშვებული ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით.