სირიის სამთავრობო ძალებმა ქალაქ დარაას უდიდეს ნაწილზე კონტროლი დაამყარა
სირიის ოპოზიციამ რევოლუციის ეპიცენტრის, ქალაქ დარაას დათმობის გადაწყვეტილება მიიღო. დარაას რეგიონის გუბერნატორის, მოჰამად ალ-ჰანოუსის განცხადებით, სამთავრობო ძალები ქალაქის 80%-ს აკონტროლებენ.
სირიის ოპოზიცია მძიმე შეიარაღების ჩაბარებას დათანხმდა.
გავრცელებული ინფორმაციით, სირიის ოპოზიცია სამოქმედო გეგმის ორ ვერსიას განიხილავდა, მიეღო მთავრობის მხრიდან ამნისტიის შეთავაზება ან ამბოხებულთა მიერ კონტროლირებულ სხვა ტერიტორიაზე გადასულიყო.
სირიის პრეზიდნეტის, ბაშარ ასადის წინააღდეგ 2011 წელს მასშტაბური გამოსვლები სწორედ ქალაქ დარააში დაიწყო. ქალაქი ქვეყნის სამხრეთით, იორდანიის საზღვართან მდებარეობს.