სირიის სამთავრობო არმიამ ქალაქ მანბიჯთან საარტილერიო სისტემების განთავსება დაიწყო
სირიის სამთავრობო არმიამ ქალაქ მანბიჯთან საარტილერიო სისტემების განთავსება დაიწყო

სირიის სამთავრობო არმიამ ქვეყნის ჩრდილოეთით, ქალაქ მანბიჯთან საარტილერიო სისტემების განთავსება დაიწყო. სირიის სამთავრობო გამოცემა „სანას“ ინფორმაციით, სირიის სამთავრობო ჯარები მანბიჯის შემოგარენში და ალეპოს ჩრდილო-აღმოსავლეთით შენაერთების განთავსებას აგრძელებენ, რომ წინ აღუდგნენ თურქეთის ჯარების და მისი დაქირავებული ჯარისკაცების აგრესიას.

გამოცემა წერს, რომ სამთავრობო არმიის ათობით სამხედრო ავტომობილი, ჯავშანმანქანა და ჯარისკაცები რაქასკენ და ელ-ჰასაქასკენ მიემართებიან. სირიის სახელისუფლებო არმიამ შენაერთები განათავსა ტალ-ტამრში, აინ ისაში და ტაბქაში. აღნიშნული დასახლებული პუნქტების ნაწილი თურქეთის მიერ განსაზღვრულ 30 კილომეტრიან ე.წ. უსაფრთხოების ზონაში მდებარეობს. სწორედ ამ ტერიტორიიდან სურს თურქეთს ქურთული სამხედრო ჯგუფების გასვლა.

თურქეთის სამხედრო ოპერაციის შეჩერების ვადა 22 ოქტომბერს იწურება. თურქეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ სირიის ჩრდილოეთში აუცილებელ ნაბიჯებს ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ გადადგამს.

დატოვე კომენტარი