სირიის სამთავრობო არმიამ იდლიბის პროვინციაში სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქალაქ ჰობაიტზე კონტროლი დაამყარა

13:21, 11.08.2019

სირიის სამთავრობო არმიამ იდლიბის პროვინციაში სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქალაქ ჰობაიტზე კონტროლი დაამყარა.

სახელისუფლებო გამოცემა „ალ-ვატანის“ ინფორმაციით, ქალაქის გათავისუფლება სირიის სახელისუფლებო ძალებს იდლიბის პროვინციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ქალაქ ხან-შეიხუნზე იერიშის საშუალებას აძლევს. გამოცემა წერს, რომ ჰობაიტში სამთავრობო არმიამ „ჯებჰატ ალ-ნუსრას“ მებრძოლები და მათი მოკავშირეები უპირისპირდებოდნენ, რომლებმაც დიდი რაოდენობით ტექნიკა და ცოცხალი ძალა დაკარგეს. დაჯგუფების ცოცხლად გადარჩენილი წევრები ხან-შეიხუნში გაიქცნენ.

რადიოსადგურ „შამის“ ინფორმაციით, იდლიბის პროვინციის სამხრეთში მდებარე ქალაქი ჰობაიტიჯებჰატ ალ-ნუსრას“ მებრძოლების ერთ-ერთ მთავარ საყრდენად და იდლიბის „კარიბჭედ“ განიხილებოდა.

მსგავსი