სირიის სამთავრობო არმიამ იდლიბის პროვინციაში ქალაქი ჯარჯანაზი აიღო. აღნიშნული ქალაქი სირიის ქალაქების, ჰამასა და ალეპოს დამაკავშირებელ ცენტრალურ ავტომაგისტრალთან მდებარეობს.
ქალაქ ჯარჯანაზს ამ დრომდე ოპოზიციური სამხედრო ჯგუფები აკონტროლებდნენ. სირიის სახელისუფლებო გაზეთის, „ალ-ვატანის“ ინფორმაციით, მთავრობის არმიამ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქი გაათავისუფლა.
ქალაქ ჯარჯანაზის დაკავება სირიის სახელისუფლებო ჯარს სტრატეგიული ავტომაგისტრალის კონტროლის შესაძლებლობას მისცემს. სირიის ხელისუფლება, რუსეთის სამხედრო ავიაციის დახმარებით, იდლიბში ამბოხებულების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციას ატარებს.
იდლიბი ამბოხებულების მიერ კონტროლირებული ბოლო რეგიონია სირიაში.