სირიის სამხრეთში, აშშ-ის მიერ კონტროლირებად საგუშაგოზე თავდასხმა განხორციელდა
სირიის სამხრეთში, აშშ-ის მიერ კონტროლირებად საგუშაგოზე თავდასხმა განხორციელდა

სირიის სამხრეთში, აშშ-ის მიერ კონტროლირებად საგუშაგოზე თავდასხმა განხორციელდა. სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა.

თენფის სახელით ცნობილი საგუშაგო ერაყისა და იორდანიის საზღვრის სიახლოვეს მდებარეობს და იქ ამერიკული კონტინგენტია განლაგებული. ამ დროისთვის თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არავის აუღია.

ვარაუდობენ, რომ იერიში დრონით მიიტანეს.