სირიის სამხრეთით, დრუზებით დასახლებულ ქალაქ სუვეიდაში ბედუინთა ტომებსა და ადგილობრივ მებრძოლებს შორის შეიარაღებულ დაპირისპირებას რვა ადამიანი ემსხვერპლა
სირიის სამხრეთით, დრუზებით დასახლებულ ქალაქ სუვეიდაში ბედუინთა ტომებსა და ადგილობრივ მებრძოლებს შორის შეიარაღებულ დაპირისპირებას რვა ადამიანი ემსხვერპლა

სირიის სამხრეთით, დრუზებით დასახლებულ ქალაქ სუვეიდაში ბედუინთა ტომებსა და ადგილობრივ მებრძოლებს შორის შეიარაღებულ დაპირისპირებას რვა ადამიანი ემსხვერპლა.

გავრცელებული ცნობით, ექვსი დაღუპული დრუზების თემიდანაა, ორი კი ბედუინია.

გავრცელებული ინფორმაციით, მსხვერპლთა შორის ერთი ბავშვია, კიდევ 32 ადამიანი კი დაშავდა.

ასევე გავრცელდა ინფორმაცია ძალადობის გამო დამასკო-სუვეიდას გზატკეცილის დაკეტვის შესახებ.

სირიის მთავრობის წყარომ განაცხადა, რომ ხელისუფლებამ ვითარების დეესკალაციის მიზნით ჯარისკაცები გაგზავნა. სირიაში დრუზების მოსახლეობა დაახლოებით 700 000-ს შეადგენს, სუვეიდაში კი სექტის ყველაზე დიდი თემი ცხოვრობს.