სირიის საკითხებში გაერო-ს სპეციალური წარმომადგენელი სტაფან დე მისტურა თანამდებობას ტოვებს
სირიის საკითხებში გაერო-ს სპეციალური წარმომადგენელი სტაფან დე მისტურა თანამდებობას ტოვებს

სირიის საკითხებში გაერო-ს სპეციალური წარმომადგენელი, სტაფან დე მისტურა ნოემბრის ბოლოს თანამდებობას დატოვებს.

იტალიურ-შვედური წარმოშობის დიპლომატმა, რომელიც გაერო-ს სპეციალური წარმომადგენელი 2014 წელს გახდა, გაერო-ს უშიშროების საბჭოს განუცხადა, რომ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება „პირადი მიზეზების“ გამო მიიღო.

დე მისტურას თქმით, სირიის საკონსტიტუციო კომიტეტზე შეთანხმების მისაღწევად, ძალისხმევას არ დაიშურებს.

კომიტეტის ფორმირებასთან დაკავშირებით, გაერო-ს სპეციალური წარმომადგენელი მომდევნო კვირაში დამასკოს ესტუმრება.