სირიის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, იდლიბის პროვინციაში იარაღის საწყობში აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 14 ადამიანი დაიღუპა

20:05, 09.09.2026
Screenshot

Screenshot

სირიის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, იდლიბის პროვინციაში იარაღის საწყობში აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 14 ადამიანი დაიღუპა.

მათივე ინფორმაციით, აფეთქება ქალაქ სარმადასთან ახლოს მოხდა. შემთხვევის შედეგად დაშავდა 11 ადამიანი.

სირიის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, დაჭრილებს შორის თავდაცვის სამინისტროს პერსონალიც არის.

სირიის ხელისუფლებას აფეთქების გამომწვევი მიზეზი არ დაუსახელებია, თუმცა გავრცელებული ცნობით, იარაღი და ომისათვის საჭირო შეირაღება არასათანადო პირობებში ინახებოდა.

მსგავსი