სირიის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო - სირიის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ისრაელის ავიაიერიში მოიგერიეს
სირიის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო - სირიის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ისრაელის ავიაიერიში მოიგერიეს

სირიის მედია იუწყება, რომ სირიის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ისრაელის ავიაიერიში მოიგერიეს.

სირიის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, შეტევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა დაზიანდა ინფრასტრუქტურა.

სირიის ხელისუფლების ინფორმაციით, ისრაელმა ავიაიერიში ქვეყნის სამხრეთ ნაწილზე მიიტანა. კერძოდ, სამიზნე ტელ-ალ-ხარას რაიონი იყო.