სირიის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, ქვეყნის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ისრაელის სამხედრო ავიაციის სარაკეტო იერიში მოიგერია
სირიის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, ქვეყნის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ისრაელის სამხედრო ავიაციის სარაკეტო იერიში მოიგერია

სირიის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ისრაელის სამხედრო ავიაციის სარაკეტო იერიში მოიგერია, – ამის შესახებ ინფორმაციას სირიის სახელმწიფო სააგენტო „სანა“ ავრცელებს.

სირიის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო თავდაცვის ძალებმა ისრაელის რაკეტები გაანეიტრალეს ქალაქ ალეპოს აღმოსავლეთით, ვიდრე სახმელეთო ობიექტებამდე მიაღწევდნენ. ამასთან, ლიბანის მთავრობაში განაცხადეს, რომ ისრაელის სამხედრო ავიაციამ ქვეყნის საჰაერო საზღვრები 13-ჯერ დაარღვია.

ისრაელი ლიბანში შიიტური სამხედრო დაჯგუფება „ჰეზბოლას“ წევრების გადაადგილებას აკვირდება, რომლებიც მეზობელ სირიაში სამთავრობო არმიის მხარეს იბრძვიან.