სირიის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ისრაელის სარაკეტო თავდასხმა მოიგერია

09:25, 05.03.2020

სირიის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ისრაელის სარაკეტო თავდასხმა მოიგერია. სირიის სამთავრობო სააგენტო, სანას ინფორმაციით, ისრაელის სარაკეტო იერიში ქუნეითრას და ჰომსის პროვინციებში განხორციელდა.

გავრცელებული ცნობით, ისრაელის სამხედრო თვითმფრინავებმა რაკეტები ლიბანის საჰაერო სივრციდან და გოლანის მაღლობებიდან გაუშვეს. სირიის რადიოსადგურ „შამ ეფემის“ ინფორმაციით, საერთო ჯამში სირიის მიმართულებით ნასროლი 12 რაკეტა იქნა განეიტრალებული.

ისრაელის თავდაცვის ძალები ინციდენტთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.

მსგავსი