სირიის საგარეო საქმეთა მინისტრი – ისრაელს ნათლად ავუხსენით, არ ვმუშაობთ ანკარასთან სირიის საჰაერო ბაზაზე თურქული სამხედრო ბაზის განსათავსებლად, თუმცა ისრაელმა მაინც დაბომბა ტერიტორია

12:25, 20.08.2026

ისრაელს ნათლად ავუხსენით, რომ არ ვმუშაობთ თურქეთთან სირიის საჰაერო ბაზაზე თურქული სამხედრო ბაზის განსათავსებლად, თუმცა ისრაელმა მაინც დაბომბა ტერიტორია, – ამის შესახებ სირიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ასაად ალ-შაიბანიმ „აქსიოსს“ განუცხადა.

სირიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ისრაელს დაბომბვისთვის ლეგიტიმური გამართლება არ ჰქონდა.

ალ-შაიბანის განაცხადებით, აბუ ალ-დუჰურის საჰაერო ბაზაზე მიმდინარე სამუშაოები შემოიფარგლებოდა ომის დროს დაზიანებული აეროდრომისა და მისი ობიექტების რეაბილიტაციით სირიის საჰაერო ძალებისთვის გამოსაყენებლად.

„ბაზაზე არ ყოფილა თურქეთის სამხედრო ძალების განლაგება ისეთი გაგებით, რაც ასეთ ინტერპრეტაციას გაამართლებდა. ბაზა, ფაქტობრივად, დიდწილად ცარიელი იყო. ის ჯერ კიდევ სრულად არ იყო რეაბილიტირებული ან სრულად ფუნქციონირებული და იქ სამუშაოები ჯერ კიდევ რეაბილიტაციის ეტაპზე იყო. ამიტომ, დარტყმების დაკავშირება ბაზაზე თურქი სამხედროებისთვის ყოფნასთან ადგილზე არსებული სიტუაციით არ დასტურდება. ამჟამად სირია მუშაობს სამხედრო და სამოქალაქო ინსტიტუტების აღდგენასა და მათი შესაძლებლობების განვითარებაზე. ამიტომ, ის სარგებლობს თანამშრომლობითა და სასწავლო პროგრამებით არა მხოლოდ თურქეთთან, არამედ რიგ ქვეყნებთან. მსგავსი თანამშრომლობა განხორციელდა და გრძელდება საუდის არაბეთთან, იორდანიასთან, კატართან და რუსეთთან. სირია სუვერენული სახელმწიფოა და მას უფლება აქვს, დაამყაროს თანამშრომლობისა და მოკავშირეობის ურთიერთობები ნებისმიერ ქვეყანასთან, მათ შორის თურქეთთან“, – აღნიშნა სირიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მსგავსი