სირიის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ სირიას არ სურს თურქეთთან ბრძოლა
სირიის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ სირიას არ სურს თურქეთთან ბრძოლა

სირიის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ სირიას არ სურს თურქეთთან ბრძოლა. ეს განცხადება სირიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვალიდ ალ მალემ მას შემდეგ გააკეთა, რაც თურქეთის ხელისუფლებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ იდლიბში მათი ერთ-ერთი პოზიცია, სირიის ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიდან დაიბომბა.

„იმედს ვიტოვებთ, რომ ჩვენი სამხედროები და თურქი სამხედროები ერთმანეთის წინააღმდეგ არ იბრძოლებენ. ეს ჩვენი პრინციპული პოზიციაა“, – განაცხდა სირიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

იდლიბის რაიონში დომინანტი ძალა ტაჰრირ ალ შამია, რომელიც ალ ნუსრას დანაყოფია.