სირიის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ევროპაში მცხოვრები ასობით ათასი სირიელის იძულებითი დაბრუნება ფინანსური მხარდაჭერის გარეშე სირიაში ქაოსს გამოიწვეს
ევროპაში მცხოვრები ასობით ათასი სირიელის იძულებითი დაბრუნება ფინანსური მხარდაჭერის გარეშე სირიაში ქაოსს გამოიწვეს, – ამის შესახებ სირიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ასად ჰასან ალ-შაიბანიმ „ევრონიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
სირიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, სირიაში არსებული ვითარება შესაბამისი გარემოს შექმნას მოითხოვს და ამისთვის საჭიროა საერთაშორისო საზოგადოების, განსაკუთრებით ევროკავშირის, ჩართულობა, რათა სირიის მთავრობას მხარი დაუჭიროს აღდგენით პროცესში.
ალ-შაიბანიმ ასევე აღნიშნა, რომ არ არსებობს ოფიციალური შეთანხმება დაბრუნებასთან ან იმ სირიელების „რაოდენობასთან“ დაკავშირებით, რომელთა დაბრუნებაც მოსალოდნელია.
„ჩვენ არ ვუწყობთ ხელს სირიელების დაბრუნებას ნაჩქარევად და არაორგანიზებულად“, – თქვა მან და დასძინა, რომ ეკონომიკის აღდგენა და შექმნა ფართომასშტაბიანი დაბრუნების წინაპირობაა.
ალ-შაიბანი ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელს, კაია კალასს შეხვდა.