სირიის ქალაქ სუვეიდაში აფეთქებისა და სროლის შედეგად სულ მცირე 50 ადამიანი დაიღუპა

16:02, 25.07.2018

სირიაში თვითმკვლელი ტერორისტების თავდასხმებისა და სროლის შედეგად სულ მცირე 50 ადამიანი დაიღუპა.

აფეთქება სირიის ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ქალაქ სუვეიდაში განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, სირიელ სამხედროებსა და ტერორისტებს შორის ორმხრივი სროლა რამდენიმე საათი გრძელდებოდა.

როგორც სირიელი უფლებადამცველები ყვებიან, ტერორისტები დამასკოს სამხრეთით მდებარე ქალაქ სუვეიდაში შეიჭრნენ. რამდენიმე მათგანმა კი თავი აიფეთქა. დაიღუპა 32 სამხედრო მოსამსახურე და 22 მშვიდობიანი მოქალაქე. ლიკვიდრებულია „ისლამური სახელმწიფოს“ 20 მებრძოლი.

შეგახსენებთ, სირიის არმიამ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე დასახლებების გათავისუფლება დაიწყო. სირიის არმიას მხარს რუსეთი უმაგრებს. დღესვე ცნობილი გახდა, რომ სირიის ავიაციამ ქალაქი დერაას ის ნაწილი დაბომბა, რომელსაც „ისლამური სახელმწიფო“ აკონტროლებს.

მსგავსი