სირიის ქალაქ ქამიშლიში მოქალაქეებმა ამერიკელ სამხედროებს ქვები დაუშინეს

14:59, 21.10.2019

სირიის ქალაქ ქამიშლიში მოქალაქეებმა ამერიკელ სამხედროებს ქვები დაუშინეს. ინციდნეტი მაშინ მოხდა, როდესაც ამერიკული სამხედრო ტექნიკა სირიას ტოვებდა და ერაყის მიმართულებით გადაადგილდებოდა.

მოქალაქეები ამერიკელ ჯარისკაცებს ქვებს ესროდნენ და ყვიროდნენ – „მატყუარა ამერიკელებო, წადით“.

ინციდენტის ამსახველი ვიდეო ქურთულმა საინფორმაციო სააგენტომ გაავრცელა.

შეგახსენებთ, რომ ამერიკელი ჯარისკაცების გაყვანის ბრძანება დონალდ ტრამპმა მას შემდეგ გასცა, რაც სირიის ჩრდილოეთ ნაწილში თურქეთმა სამხედრო ოპერაცია წამოიწყო.

აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილება, სირიელმა ქურთებმა, რომელებიც აშშ-ის მოკავშირეები იყვნენ „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლაში, ვაშინგტონის ღალატად შეაფასეს.

მსგავსი