სირიის ქალაქ კობანიში თურქეთისა და რუსეთის სამხედრო მანქანების კოლონას ქვები დაუშინეს [ვიდეო]

სირიის ქალაქ კობანიში თურქეთისა და რუსეთის სამხედრო მანქანების კოლონას ქვები დაუშინეს. შესაბამის ვიდეომასალას „როიტერი“ ავრცელებს. ვიდეოში ჩანან საპროტესტო აქციის მონაწილეები, რომლებიც თურქი და რუსი სამხედროების საპატრულო ავტომობილებს ქვებს ესვრიან და საპროტესტო სლოგანებს სკანდირებენ.

შეგახსენებთ, რომ დღეს სირიის ქალაქ კობანისთან რუსმა და თურქმა სამხედროებმა ერთობლივი პატრულირება მეორედ განახორციელეს.

სირიის საზღვარზე ე.წ. უსაფრთხოების ზონაში ერთობლივ პატრულირებაზე თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტები 22 ოქტომბერს შეთანხმდნენ.