სირიის ქალაქ იდლიბში ორი აფეთქების შედეგად სულ მცირე 15 ადამიანი დაიღუპა
სირიაში, ამბოხებულების მიერ კონტროლირებად ქალაქ იდლიბში ორი აფეთქების შედეგად სულ მცირე 15 ადამიანი დაიღუპა, ათობით კი დაშავდა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ მედიკოსებსა და თვითმხილველებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, დანაღმული მანქანა ქალაქის მთავარ ქუჩაზე აფეთქდა, ხოლო როდესაც ადგილზე სამოქალაქო პირები და მაშველები შეიკრიბნენ, მეორე აფეთქება მოხდა.
იდლიბის პროვინცია ბაშარ ასადის მოწინააღმდეგე ძალების უკანასკნელ ბასტიონად არის მიჩნეული.