სირიის ქალაქ იდლიბში დემილიტარიზებული ზონა შეიქმნება
სირიის ქალაქ იდლიბში დემილიტარიზებული ზონა შეიქმნება

15 ოქტომბერს სირიის ქალაქ იდლიბში სამთავრობო არმიასა და ოპოზიციას შორის გამყოფი ხაზის გასწვრივ დემილიტარიზებული ზონა შეიქმნება, – ამ შედეგით დასრულდა სოჭში რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტების შეხვედრა.

ჟურნალისტებისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე ცნობილი გახდა, რომ დემილიტარიზებული ზონა 15-20 კილომეტრზე იქნება განთავსებული და ამ ზონას თურქული ძალები და რუსეთის სამხედრო პოლიცია გააკონტროლებს.