სირიის ქალაქ ალ-ბაბში დანაღმული მანქანის აფეთქებას 10 ადამიანი ემსხვერპლა
სირიის ქალაქ ალ-ბაბში დანაღმული მანქანის აფეთქებას 10 ადამიანი ემსხვერპლა

სირიის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ალ-ბაბში, რომელსაც ამჟამად თურქეთის ძალები აკონტროლებენ, დანაღმული მანქანა აფეთქდა, რასაც 10 ადამიანი ემსხვერპლა, 15 კი დაშავდა.

თურქეთის თავდაცვის სამინისტრო აფეთქების ორგანიზებაში სირიელ ქურთ მებრძოლებს ადანაშაულებს, თუმცა ქურთთა ძალები ბრალდებას უარყოფენ.

თავის მხრივ, თურქული სააგენტო „ანადოლუ“ ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც ალ-ბაბში აფეთქების შედეგად 18 სამოქალაქო პირია გარდაცვლილი.

შეგახსენებთ, თურქეთის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ქურთ მებრძოლებს სირიაში თურქეთთან მოსაზღვრე რაიონები არ დაუტოვებიათ, როგორც ამას 17 ოქტომბერს აშშ-ის შუამავლობით მიღწეული შეთანხმება ითვალისწინებდა.

ანკარას სირიაში 30-კილომეტრიანი უსაფრთხოების ზონის შექმნა სურს, რის გამოც რეგიონში ოქტომბერში ქურთების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია დაიწყო.