სირიის პროვინცია იდლიბს პროთურქულ მეამბოხეთა დაჯგუფების წევრები ტოვებენ
სირიის პროვინცია იდლიბს პროთურქულ მეამბოხეთა დაჯგუფების წევრები ტოვებენ

სირიის პროვინცია იდლიბს პროთურქულ მეამბოხეთა დაჯგუფების წევრები ტოვებენ.

როგორც სირიელი უფლებადამცველების მონიტორინგის ცენტრი იუწყება, „ფაილაქ აშ-შამი“ სირიის ტერიტორიას თურქეთის თხოვნით ტოვებს.

რუსეთისა და თურქეთის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ იდლიბში 20-კილომეტრიანი ე.წ. ბუფერული ზონა უნდა შეიქმნას, რომელიც სირიელ ამბოხებულთა ჯგუფების მიერ კონტროლირებად ტერიტორიას, სირიის მთავრობის მეირ დაკავებული რაიონებისგან განაცალკევებს.

გეგმის მიხედვით, „ბუფერული ზონა“ 15 ოქტომბრისთვის მოეწყობა და ამ ტერიტორიაზე რუსი და თურქი სამხედროები იქნებიან დისლოცირებული.

აღსანიშნავია, რომ იდლიბის დატოვებაზე რამდენიმე ოპოზიციურმა ჯგუფმა თანხმობა განაცხადა, თუმცა ყველაზე მრავალრიცხოვანი ფორმირების „ჰაიათ ტაჰრირ აშ-შამის“ წევრები პროვინციიდან გასვლაზე ამ დრომდე უარს ამბობენ.