სირიის პრეზიდენტმა საყოველთაო ამნისტიის ბრძანებას ხელი მოაწერა
სირიის პრეზიდენტმა საყოველთაო ამნისტიის ბრძანებას ხელი მოაწერა

სირიის პრეზიდენტმა, ბაშარ ასადმა საყოველთაო ამნისტიის ბრძანებას ხელი მოაწერა. სირიის სამთავრობო სააგენტო „სანას“ ინფორმაციით, ამინისტია შეეხება 14 სექტემბრამდე ჩადენილ დანაშაულს.

იმ ადამიანებს, რომლებსაც მძიმე დანაშაულებისთვის სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს, ამნისტიის შესაბამისად სასჯელი სამუდამო პატიმრობით და ცხოვრების ბოლომდე გამოსასწორებელი შრომით შეეცვლებათ.

ბაშარ ასადის ამნისტიის კანონი მთელი რიგი სასჯელების შემსუბუქებას ითვალისწინებს. სამუდამო პატიმრობამისჯილებისთვის საპატიმრო ვადა 20 წლით განისაზღვრა. ბრძანების თანახმად, პატიმრობიდან თავისუფლდებიან უკურნებელი სენით დაავადებული პატიმრები, რომლებმაც ამნისტიის გამოცხადებისთვის 75 წელს მიაღწიეს. კონკრეტულ შემთხვევებს სპეციალური კომისია განიხილავს.

ამნისტია ასევე შეეხებათ იმ ადამიანებს, რომლებიც ამჟამად მთავრობის მართლმსაჯულებას ემალებიან და სამი თვის ვადაში სახელისუფლებო ორგანოებს თავისი ნებით ჩაბარდებიან.