სირიის პრეზიდენტის მრჩეველი - სირია აგრესორებთან ბრძოლას გააგრძელებს, იქნება ეს ისრაელი, აშშ-ი თუ თურქეთი
სირიის პრეზიდენტის მრჩეველი - სირია აგრესორებთან ბრძოლას გააგრძელებს, იქნება ეს ისრაელი, აშშ-ი თუ თურქეთი

სირია აგრესორებთან ბრძოლას გააგრძელებს, იქნება ეს ისრაელი, აშშ-ი თუ თურქეთი, – ამის შესახებ სირიის პრეზიდენტის პოლიტიკურმა მრჩეველმა განაცხადა.

ბოუტაინა შააბანის თქმით, უცხო ქვეყნების აგრესიული ქმედებები ტერორიზმის გაგრძელებაა.

ბაშარ ასადის მრჩეველმა ასევე განაცხადა, რომ სირიაში რუსეთის სახმელეთო არმია წარმოდგენილი არ არის და სირიის ხელისუფლება დახმარებას მხოლოდ რუსეთის სამხედრო ავიაციისგან იღებს.

„დასავლურ მედიაში არსებული ყველა დანარჩენი ინფორმაცია მხოლოდ პროპაგანდაა“, – განაცხადა შააბანმა.

სირიიდან რუსეთის ჯარის გაყვანის ბრძანება ვლადიმერ პუტინმა გასული წლის დეკემბერში გასცა, თუმცა დასავლური მედიის ინფორმაციით, სირიაში რუსი სამხედროების რაოდენობა არ შემცირებულა.