სირიის პრეზიდენტი - დონალდ ტრამპის გეგმა ღაზის სექტორიდან პალესტინელების გადასახლებასთან დაკავშირებით, სერიოზული დანაშაულია, ის ვერ განხორციელდება
სირიის პრეზიდენტი - დონალდ ტრამპის გეგმა ღაზის სექტორიდან პალესტინელების გადასახლებასთან დაკავშირებით, სერიოზული დანაშაულია, ის ვერ განხორციელდება

სირიის პრეზიდენტის, აჰმედ ალ-შარას განცხადებით, დონალდ ტრამპის გეგმა ღაზის სექტორიდან პალესტინელების გადასახლებასთან დაკავშირებით, სერიოზული დანაშაულია.

სირიის ლიდერის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის გეგმა ვერ განხორციელდება.

„მე მჯერა, რომ ვერანაირი ძალა ვერ შეძლებს ხალხის განდევნას თავიანთი მიწიდან. ბევრმა ქვეყანამ სცადა ამის გაკეთება და ყველა მცდელობა ჩაიშალა, განსაკუთრებით ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ღაზაში ომის დროს. ეს არ იქნება არც ბრძნული, არც მორალურად ან პოლიტიკურად გამართლებული. ამ კონფლიქტის 80 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მათი გადასახლების ყველა მცდელობა ჩაიშალა. ისინი, ვინც წავიდნენ, ნანობდნენ თავიანთ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა აჰმედ ალ-შარამ.