ბაშარ ალ-ასადი სირიაზე სარაკეტო იერიშის შესახებ ირანელ კოლეგას ესაუბრა
ბაშარ ალ-ასადი სირიაზე სარაკეტო იერიშის შესახებ ირანელ კოლეგას ესაუბრა

სირიაზე სარაკეტო იერიშის შემდეგ, სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი ირანელ კოლეგას, ჰასან როუჰანის ესაუბრა.

ასადის თქმით, „აშშ-ის ხელმძღვანელობით განხორციელებული თავდასხმა გააძლიერებს სირიის ძალისხმევას, ებრძოლოს და დაამარცხოს ტერორიზმი ქვეყნის თითოეულ დუიმზე” – წერს სააგენტო Reuters.

თავის მხრივ, ირანის პრეზიდენტმა მწუხარება გამოთქვა „აგრესიის გამო, რომელიც ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში სირიელი ხალხის სიმტკიცეს ვერ დაასუსტებს“.

„ირანი განაგრძობს სირიის გვერდით დგომას” – აცხადებს ჰასან როუჰანი.

შეგახსენებთ, სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების საპასუხოდ აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა რამდენიმე საათის წინ სირიაზე დარტყმები განახორციელეს.