სირიის პრეზიდენტი აჰმედ ალ-შარაა გახდა, რომელიც ქვეყანას გარდამავალი პერიოდის განმავლობაში უხელმძღვანელებს
სირიის დე ფაქტო ლიდერი აჰმედ ალ-შარაა ქვეყნის პრეზიდენტი გახდა და თანამდებობას „გარდამავალი პერიოდის“ განმავლობაში დაიკავებს.
ამის შესახებ ინფორმაციას სირიის სახელმწიფო მედია ავრცელებს.
აჰმედ ალ-შარაა იყო იმ აჯანყების მეთაური, რომელმაც ბაშარ ალ-ასადის რეჟიმი დაამხო.
სირიელი ამბოხებულების სამხედრო მეთაურმა, ჰასან აბდულ ღანიმ სირიის 2012 წლის კონსტიტუციის გაუქმებისა და ყოფილი რეჟიმის პარლამენტის, არმიისა და უსაფრთხოების სამსახურების დაშლის შესახებ გამოაცხადა.
აჰმედ ალ-შარაა პრეზიდენტის რანგში შექმნის დროებით საკანონმდებლო საბჭოს ქვეყნის მართვისთვის, სანამ ახალი კონსტიტუცია დამტკიცდება.
ახალმა ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ ყველა აჯანყებული დაჯგუფება, რომელიც ასადის წინააღმდეგ იბრძოდა 13-წლიან სამოქალაქო ომში, გაუქმდება და ინტეგრირდება სახელმწიფო ინსტიტუტებში.
ალ-შარაამმა მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ახალი არჩევნების ჩატარებას დაახლოებით ოთხი წელი დასჭირდება, ხოლო ახალი კონსტიტუციის შემუშავებას – სამი წელი.
შეგახსენებთ, რომ 2011 წელს ბაშარ ალ-ასადმა პროდემოკრატიული აჯანყება ჩაახშო, რამაც გამოიწვია სამოქალაქო ომი. კონფლიქტის შედეგად ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 12 მილიონი იძულებული გახდა, დაეტოვებინა საცხოვრებელი. მას შემდეგ, რაც აჯანყებულებმა დამასკო დაიკავეს, ბაშარ ალ-ასადი ასადი 2024 წლის 8 დეკემბერს გადადგა და რუსეთში გაიქცა.