სირიის პრეზიდენტი აცხადებს, რომ შექმნის ინკლუზიურ გარდამავალ მთავრობას, რომელიც მართავს ქვეყანას იქამდე, ვიდრე არ ჩაატარებს თავისუფალ, სამართლიან არჩევნებს
სირიის პრეზიდენტი აცხადებს, რომ შექმნის ინკლუზიურ გარდამავალ მთავრობას, რომელიც მართავს ქვეყანას იქამდე, ვიდრე არ ჩაატარებს თავისუფალ, სამართლიან არჩევნებს

სირიის პრეზიდენტის, აჰმედ ალ-შარაას განცხადებით, შექმნის ინკლუზიურ გარდამავალ მთავრობას, რომელიც მართავს ქვეყანას იქამდე, ვიდრე არ ჩაატარებს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს.

მისივე თქმით, პასუხისმგებლობას აიღებენ ახალი ინსტიტუტების აღდგენაზე.

„ჩვენ ვიმუშავებთ ინკლუზიური გარდამავალი მთავრობის ჩამოყალიბებაზე, რომელიც წარმოადგენს სირიის კაცებს, ქალებსა და ახალგაზრდებს და ავიღებთ პასუხისმგებლობას ახალი ინსტიტუტების ჩამოყალიბებაზე. უახლოეს დღეებში გამოვაცხადებთ ეროვნული დიალოგის კონფერენციის მოსამზადებელ კომიტეტს, რომელიც იქნება პირდაპირი პლატფორმა აზრების გაცვლისა და კონსულტაციებისთვის. ამასთან, მოისმენს ყველა მოსაზრებას ჩვენი მომავალი პოლიტიკური დღის წესრიგის შესახებ“, – აღნიშნა სირიის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ 2011 წელს ბაშარ ალ-ასადმა პროდემოკრატიული აჯანყება ჩაახშო, რამაც გამოიწვია სამოქალაქო ომი. კონფლიქტის შედეგად ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 12 მილიონი იძულებული გახდა, დაეტოვებინა საცხოვრებელი. მას შემდეგ, რაც აჯანყებულებმა დამასკო დაიკავეს, ბაშარ ალ-ასადი ასადი 2024 წლის 8 დეკემბერს გადადგა და რუსეთში გაიქცა.