სირიის მთავრობაში აცხადებენ, რომ ჰომსში ნავთობობიექტებზე უპილოტო აპარატებით შეტევა განხორციელდა
სირიის მთავრობაში აცხადებენ, რომ ჰომსში ნავთობობიექტებზე უპილოტო აპარატებით შეტევა განხორციელდა

სირიის სამთავრობო ნავთობობიექტებზე უპილოტო საფრენი აპარატების სინქრონული შეტევა განხორციელდა. ინფორმაციას ამის შესახებ სირიის სახელმწიფო სააგენტო „სანა“ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს. სირიის ნავთობისა და მინერალური რესურსების სამინისტროს ცნობით, იერიშის შედეგად მნიშვნელოვნად დაზარალდა ქალაქ ჰომსში მდებარე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, ასევე ჰომსის პროვინციაში მდებარე გაზის გადამამუშავებელი ორი საწარმო.

ხელისუფლების ცნობით, დარტყმების შედეგად ენერგოობიექტებზე ხანძარი გაჩნდა.