სირიის მთავრობა გმობს ისრაელის თავდასხმას და აცხადებს, რომ უმთავრესი პრიორიტეტი უსაფრთხოებისა და სტაბილურობის დაცვაა
სირიის მთავრობა გმობს ისრაელის თავდასხმას და აცხადებს, რომ უმთავრესი პრიორიტეტი უსაფრთხოებისა და სტაბილურობის დაცვაა.
მათივე თქმით, სამართლიანობა არის სტანდარტი, რომლითაც ისინი მოქმედებენ.
ამასთან, სირიის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დამასკოში ისრაელის მიერ განხორციელებული დარტყმების შედეგად ცხრა ადამიანი დაშავდა.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ ისრაელმა იერიში მიიტანა სირიის პრეზიდენტის სასახლესა და თავდაცვის სამინისტროს შენობაზე.