სირიის მედია - აშშ-ის ვერტმფრენებით 47 ჯიჰადისტი გადაიყვანეს
სირიის მედია - აშშ-ის ვერტმფრენებით 47 ჯიჰადისტი გადაიყვანეს

სირიის დეირ ელ-ზორის პროვინციიდან ქვეყნის ჩრდილოეთში აშშ-ის ვერტმფრენებით ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ საველე მეთაურები გადაიყვანეს.

ამის შესახებ ინფორმაციას სირიის სახელმწიფო მედია ავრცელებს.

საინფორმაციო სააგენტო SANA-ს ცნობით, დაბალ სიმაღლეზე ფრენის შემდეგ ამერიკული ვერტმფრენები ხასაკეს პროვინციაში დაეშვნენ, რომელსაც ქურთი მებრძოლები და აშშ-ისგან მხარდაჭერილი სხვა ძალები აკონტროლებენ.

სირიის მედია წერს, რომ აშშ-ის ვერტმფრენებით 47 ჯიჰადისტი გადაიყვანეს.

სირიის ხელისუფლება ვაშინგტონს ტერორისტებისთვის სხვადასხვა სახის დახმარების გაწევას სდებს ბრალად.

დამასკოში ამბობენ, რომ შემდეგ ჯიჰადისტები სირიის არმიის პოზიციებს ესხმიან თავს.

დატოვე კომენტარი