სირიის ლიდერი - ისრაელის მიერ მოლაპარაკებების შეფერხება, ჩვენი საჰაერო სივრცის დარღვევა და ჩვენს ტერიტორიაზე შეჭრა მრავალ რისკთან არის დაკავშირებული
ისრაელის მიერ მოლაპარაკებების შეფერხება, ჩვენი საჰაერო სივრცის დარღვევა და ჩვენს ტერიტორიაზე შეჭრა მრავალ რისკთან არის დაკავშირებული, – ამის შესახებ სირიის ლიდერმა, აჰმედ ალ-შარაამ ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
სირიის ლიდერმა უარყო ნებისმიერი საუბარი თავისი ქვეყნის დაყოფის შესახებ, რადგან, აჰმედ ალ-შარაას მტკიცებით, ისრაელი შეჭრილია სირიაში და აცხადებს, რომ დრუზების უმცირესობის ინტერესებს იცავს.
„ჩვენ არ ვუქმნით პრობლემებს ისრაელს. ჩვენ გვეშინია ისრაელის და არა პირიქით. იორდანია ზეწოლის ქვეშაა და სირიის გაყოფაზე ნებისმიერი საუბარი ერაყსა და თურქეთს დააზარალებს. ეს ყველას საწყის წერტილში დაგვაბრუნებს“, – აღნიშნა სირიის ლიდერმა.