სირიის კონფლიქტთან დაკავშირებით, ანკარაში თურქეთის, ირანისა და რუსეთის სამიტი გაიმართება
სირიის კონფლიქტთან დაკავშირებით, ანკარაში თურქეთის, ირანისა და რუსეთის სამიტი გაიმართება

სირიის კონფლიქტთან დაკავშირებით, ანკარაში თურქეთის, ირანისა და რუსეთის სამიტი 4 აპრილს გაიმართება.

შეხვედრას ვლადიმერ პუტინი და ჰასან როჰანი დაესწრებიან და მათ თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი უმასპინძლებს.

სამიტზე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის გახანგრძლივებაზე, სირიის ტერიტორიული მთლიანობის დაცვასა და დარღვევების პრევენციაზე ისაუბრებენ.

სამი ქვეყნის პრეზიდენტი ერთობლივ დეკლარაციას გააფორმებს. დეკლარაცია გაერო-ს მიერ დაწესებული 30-დღიანი ზავის გახანგრძლივებას მოითხოვს.

სამიტს ასევე დაესწრებიან სამივე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები. სირიაში დეესკალაციის ზონების გარანტორები სწორედ თურქეთი, ირანი და რუსეთი არიან.