სირიის ხელისუფლების ინფორმაციით, ქვეყნის დედაქალაქ დამასკოს გარეუბნების მიმართულებით ისრაელმა რაკეტები ისროლა
სირიის ხელისუფლების ინფორმაციით, ქვეყნის დედაქალაქ დამასკოს გარეუბნების მიმართულებით ისრაელმა რაკეტები ისროლა

სირიის ხელისუფლების ინფორმაციით, ქვეყნის დედაქალაქ დამასკოს გარეუბნების მიმართულებით ისრაელმა რაკეტები ისროლა. გავრცელებული ცნობით, რაკეტების ნაწილი სირიის საჰაერო თავდაცვის სისტემამ გაანეიტრალა, რამდენიმე რაკეტამ კი სამიზნემდე მიაღწია.

სირიის ხელისუფლების ცნობით, სარაკეტო შეტევის შედეგად ორი ჯარისკაცი დაშავდა და რამდენიმე ობიექტი დაზიანდა. სირიის ადამიანის უფლებათა მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, ისრაელის სამიზნე ლიბანური შიიტური დაჯგუფების, „ჰეზბოლას“ მოკავშირე დაჯგუფების იარაღის საწყობები გახდა.

დამასკოს ჩრდილო-დასავლეთით განთავსებულ სამხედრო ობიექტებზე სირიის სამთავრობო არმიის ჯარისკაცებიც იმყოფებიან.

ისრაელში განცხადება არ გავრცელებულა, თუმცა ქვეყნის ხელისუფლების პოზიციაა, რომ არ დაუშვებენ სირიაში ირანის პოზიციების გაძლიერებას.