სირიის ხელისუფლება თურქეთს სირიის ტერიტორიაზე ტერორისტული დაჯგუფებების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
სირიის ხელისუფლება თურქეთს სირიის ტერიტორიაზე ტერორისტული დაჯგუფებების მხარდაჭერაში ადანაშაულებს

სირიის ხელისუფლება თურქეთს სირიის ტერიტორიაზე ტერორისტული დაჯგუფებების მხარდაჭერაში ადანაშაულებს. ყაზახეთის ქალაქ ნურ-სულთანში სირიის საკითხზე გამართული საერთაშორისო მოლაპარაკებების შემდეგ, სირიის დელეგაციის ხელმძღვანელმა, სირიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, აიმან სუსანმა განაცხადა, რომ ტერორისტული ჯგუფების მხარდაჭერის გამო, თურქეთი ასტანის პროცესში გარანტორი ქვეყნის სტატუსს არ იმსახურებს, რადგან ვალდებულებებს არ ასრულებს.

აიმან სუსანის განცხადებით, სირიაში კრიზისის გახანგრძლივების მთავარი მიზეზი აშშ-ის და თურქეთის მიერ სირიის ტერიტორიების ნაწილის ოკუპაციაა.

სირიის ხელისუფლების წარმომადგენლის თქმით, აშშ და თურქეთი სირიის რესურსებს ძარცვავენ. აიმან სუსანმა ასევე აღნიშნა, რომ ალ-ჰასაქას რეგიონში თურქეთის მიერ მილიონზე მეტი სირიელისთვის წყლის გადაკეტვა, ომის დანაშაული და გენოციდია.

ასტანის ფორმატით ქალაქ ნურ-სულთანში რიგით მე-16 საერთაშორისო შეხვედრა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა სირიის ხელისუფლებამ, ოპოზიციამ, ასევე გარანტორმა ქვეყნებმა, რუსეთმა, ირანმა და თურქეთმა მიიღეს.

დატოვე კომენტარი