სირიის ხელისუფლება ისრაელის სარაკეტო იერიშის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
სირიის ხელისუფლება ისრაელის სარაკეტო იერიშის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

სირიის ხელისუფლება ისრაელის სარაკეტო იერიშების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

სირიის სამთავრობო მედიის ცნობით, ისრაელმა სამხედრო ავიაციისა და საარტილერიო დანადგარების გამოყენებით, ქვეყნის სამხრეთ რეგიონში იერიში გოლანის მაღლობებიდან განახორციელა.

დამასკოში აცხადებენ, რომ იერიშების შედეგად მცირე მატერიალური ზარალია, რადგან რაკეტების უმრავლესობა ქვეყნის საჰაერო თავდაცვის სისტემამ გაანეიტრალა.

მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ისრაელის მთავრობას ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია. მანამდე, ისრაელში არაერთხელ განაცხადეს, რომ ქვეყანა სირიის ტერიტორიაზე ირანულ სამიზნეებს ანეიტრალებს.