სირიის იდლიბის პროვინციაში საჰაერო დარტყმის შედეგად ორი თურქი სამხედრო დაიღუპა
სირიის იდლიბის პროვინციაში საჰაერო დარტყმის შედეგად ორი თურქი სამხედრო დაიღუპა

სირიის იდლიბის პროვინციაში საჰაერო დარტყმის შედეგად დაიღუპა ორი და დაშავდა კიდევ ორი თურქი სამხედრო. ამის შესახებ თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა.

უწყების ცნობით, სირიაში თურქეთის ძალების პოზიციებს საჰაერო ცეცხლი სირიის რეჟიმმა გაუხსნა. როგორც ანკარაში განაცხადეს, საპასუხოდ თურქმა სამხედროებმა ცეცხლი გაუხსნეს სირიის სამთავრობო სამიზნეებს. სამინისტროს ცნობით, „განეიტრალებულია“ სირიის ძალების 114 წევრი.

შეგახსენებთ, სირიის იდლიბის პროვინციაში ვითარება მიმდინარე თვის დასაწყისში დაიძაბა მას შემდეგ, რაც სირიის სამთავრობო ძალების მიერ გახსნილ ცეცხლს თურქი სამხედროები ემსხვერპლნენ. თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი რეგიონიდან ასადის ძალების გასვლას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მორიგი სამხედრო ოპერაციის დაწყებით იმუქრება.