სირიის იდლიბის პროვინციაში საბრძოლო მასალების საწყობის აფეთქებას 39 ადამიანი ემსხვერპლა
სირიის იდლიბის პროვინციაში საბრძოლო მასალების საწყობის აფეთქებას 39 ადამიანი ემსხვერპლა

სირიის იდლიბის პროვინციაში საბრძოლო მასალების საწყობის აფეთქებას 39 ადამიანი ემსხვერპლა.

ქალაქ სარმადაში მდებარე შენობა, რომელსაც შეიარაღების შესანახად იყენებდნენ, სავარაუდოდ იარაღით მოვაჭრეებს ეკუთვნოდათ.

გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქების შემდეგ რამდენიმე ათეული ადამიანი დაკარგულად ითვლება. შენობის ნანგრევების გასაწმენდად ბულდოზერებს იყენებენ.

აფეთქების მიზეზი ჯერ უცნობია. იდლიბის პროვინცია სირიელი ამბოხებულების ბოლო დასაყრდენია და სავარაუდოდ სირიის სამთავრობო არმიის სამიზნე უახლოეს მომავალში გახდება.