სირიის იდლიბის პროვინციაში „კოვიდ-19“-ის პირველი შემთხვევა ოფიციალურად დადასტურდა
სირიის იდლიბის პროვინციაში „კოვიდ-19“-ის პირველი შემთხვევა ოფიციალურად დადასტურდა

სირიის იდლიბის პროვინციაში „კოვიდ-19“-ის პირველი შემთხვევა ოფიციალურად დადასტურდა. ინფიცირებული 30 წლის ექიმია.

როგორც გამოცემა „გარდიანი“ წერს, ინფიცირებულის პროფესიიდან გამომდინარე, სავარაუდოა, რომ ეს იდლიბში კოვიდ-19-ის ერთადერთი შემთხვევა არ იქნება.

ექიმები, რომლებსაც ინფიცირებულ პირთან კონტაქტი ჰქონდათ, ამჟამად თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

როგორც „გარდიანი“ წერს, იდლიბში, სადაც სამი მილიონი მოსახლე ცხოვრობს, ჯანდაცვის სისტემა წლებია, გამართულად ვერ მუშაობს.

იდლიბი ერთადერთი პროვინციაა სირიაში, რომელსაც ჯერ კიდევ ექსტრემისტული ჯგუფები აკონტროლებენ.

ოფიციალური ინფორმაციით, სირიაში „კოვიდ-19“-ის 372 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაცვლილია 14 ინფიცირებული.