სირიის გარდამავალი მთავრობის პრეზიდენტი 2 თებერვალს საუდის არაბეთში ჩავა

00:51, 02.02.2025

სირიის გარდამავალი მთავრობის პრეზიდენტი აჰმედ ალ-შარაა 2 თებერვალს საუდის არაბეთში ჩავა.

ეს იქნება შარაას პირველი საზღვარგარეთული ვიზიტი მას შემდეგ, რაც დეკემბერში ბაშარ ასადმა ქვეყანა დატოვა და ამბოხებულთა ძალები ქვეყნის სათავეში მოვიდნენ.

ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ არაბულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დამასკოში 24 იანვარს იმყოფებოდა, რა დროსაც განაცხადა, რომ სამეფო აწარმოებს მოლაპარაკებებს ევროპასა და აშშ-თან, რათა ხელი შეუწყოს სირიისთვის დაწესებული ეკონომიკური სანქციების მოხსნას.

მსგავსი