„სირიის ეროვნულმა არმიამ“ და თურქეთისგან მხარდაჭერილმა სხვა სამხედრო ჯგუფებმა ქვეყნის ჩრდილოეთში ქალაქი მანბიჯი დაიკავეს
„სირიის ეროვნულმა არმიამ“ და თურქეთისგან მხარდაჭერილმა სხვა სამხედრო ჯგუფებმა ქვეყნის ჩრდილოეთში ქალაქი მანბიჯი დაიკავეს

„სირიის ეროვნულმა არმიამ“ და თურქეთისგან მხარდაჭერილმა სხვა სამხედრო ჯგუფებმა ქვეყნის ჩრდილოეთში ქალაქი მანბიჯი დაიკავეს. მანბიჯში დაპირისპირება „სირიის ეროვნულ არმიას“ და ქურთულ სამხედრო ჯგუფებს შორის ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ოპერაცია „თავისუფლების გარიჟრაჟის“ ფარგლებში „სირიის ეროვნულმა არმიამ“ დაიკავა ურეიმეს რეგიონი დასავლეთ მანბიჯში და სოფელი უმ დადატი, ვიდრე მანბიჯის რაიონში შევიდოდა მისი ჩრდილოეთ და დასავლეთ ფრონტებიდან.

სირიის ოპოზიციური ჯგუფები აცხადებენ, რომ სამხედრო დაპირისპირების შედეგად მანბიჯის რეგიონი სრულად არის გაწმენდილი ქურთული ჯგუფებისგან.

თურქული მედიის ინფორმაციით, მანბიჯი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში იყო ოკუპირებული აშშ-ის მიერ მხარდაჭერილი ქურთული სახმედრო ჯგუფების მიერ, იყო ევფრატის დასავლეთით მათი მთავარი ცენტრი.

„სირიის ეროვნულმა არმიამ“ პირველ დეკემბერს დაიწყო ოპერაცია „თავისუფლების გარიჟრაჟი“ და იმავე დღეს გაათავისუფლა ტელ რიფატის რაიონის ცენტრი.

ქურთული სახმედრო ჯგუფები მანბიჯის რაიონს 2016 წლიდან აკონტროლებდნენ.

თურქეთის ხელისუფლების მტკიცებით, მანბიჯს ცენტრალური მნიშვნელობა ჰქონდა ქურთული ჯგუფების გეგმაში სირია-ერაყის საზღვრიდან ხმელთაშუა ზღვამდე დერეფნის შესაქმნელად. თურქეთის მთავრობაში ამტკიცებენ, რომ ჩაშალეს ეს გეგმები 2016 წლის ოპერაციის „ევფრატის ფარის“ დროს, აფრინს, თელ რიფაატსა და მანბიჯს შორის პირდაპირი კავშირის დაბლოკვით.