„სირიის დემოკრატიული ძალების“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ქურთი მებრძოლები სირია-თურქეთის საზღვარს დატოვებენ
„სირიის დემოკრატიული ძალების“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ქურთი მებრძოლები სირია-თურქეთის საზღვარს დატოვებენ

ქურთი მებრძოლები სირია-თურქეთის საზღვარს დატოვებენ, – ამის შესახებ განცხადება „სირიის დემოკრატიული ძალების“ წარმომადგენლებმა გააკეთეს.

მათი თქმით, ისინი შეასრულებენ სოჭში თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტების მიერ მიღწეულ შეთანხმებას.

ქურთი მებრძოლების თქმით, სირიის საზღვრის გასვწვრივ სირიელი სამხედროები განლაგდებიან.

ამავე დროს, „სირიის დემოკრატიული ძალები“ მოუწოდებენ მოსკოვს, გასცეს გარანტია, რომ სირიის მთავრობასა და სირიის ჩრდილოეთში მდებარე რეგიონის ადმინისტრაციას შორის დიალოგი დაიწყება.

ქურთი მებრძოლების ამ განცხადებას სირიის მთავრობა მიესალმა. როგორც სირიის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „სანა“ იტყობინება, „სირიის დემოკრატიული ძალების“ სასაზღვრო რეგიონიდან გასვლით თურქეთს სირიის ტერიტორიაზე აგრესიის მიზეზს აღარ უტოვებს“.

ბაშარ ასადის მთავრობა აცხადებს, რომ დაეხმარება მოქალაქეებს რეინტეგრაციაში, რაც „სირიის ერთიანობისკენ მიმავალ გზას ყველას უხსნის“.