სირიის ჩრდილოეთში თურქეთის სამხედრო ოპერაციის გამო ემანუელ მაკრონი შეშფოთებას გამოთქვამს
სირიის ჩრდილოეთში თურქეთის სამხედრო ოპერაციის გამო ემანუელ მაკრონი შეშფოთებას გამოთქვამს

სირიის ჩრდილოეთში თურქეთის სამხედრო ოპერაციის გამო საფრანგეთის პრეზიდენტი შეშფოთებას გამოთქვამს. ემანუელ მაკრონსა და რეჯეფ ტაიპ ერდოღანს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

„თურქეთის უსაფრთხოების საჭიროებების აღიარების პარალელურად, პრეზიდენტმა თურქ კოლეგასთან საუბარში შეშფოთება გამოხატა აფრინში თურქეთის ინტერვენციის გამო“, – ნათქვამია საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თურქეთის გენერალურმა შტაბმა სირიის ჩრდილოეთში ქურთების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაწყება 20 იანვარს გამოაცხადა. თურქეთი ქურთულ სამხედრო ჯგუფებს ტერორისტულ დაჯგუფებებად მიიჩნევს.

თურქეთის სამხედრო ინტერვენციას დამასკოში სირიის სუვერენიტეტის დარღვევა უწოდეს.