სირიის ჩრდილოეთში მოტოციკლის აფეთქების შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა
სირიის ჩრდილოეთ ნაწილში მოტოციკლის აფეთქების შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა. ინციდენტი ქალაქ თალ აბიადში მოხდა. აფეთქების შედეგად რამდენიმე შენობა დაზიანდა.
თალ აბიადს ამჟამად თურქეთის მხარეს მებრძოლი სირიელი ამბოხებულები აკონტროლებენ. მანამდე აღნიშნული ქალაქი ქურთ მებრძოლებს ჰქონდათ დაკავებული.
ანკარა ქურთი მებრძოლების თავდაცვითი რაზმების წევრებს ტერორისტებად მიიჩნევს.