სირიის ჩრდილოეთით, ქალაქ აზაზში სარაკეტო იერიშს ხუთი ადამიანი ემსხვერპლა
სირიის ჩრდილოეთით, ქალაქ აზაზში სარაკეტო იერიშს ხუთი ადამიანი ემსხვერპლა

სირიის ჩრდილოეთით, ქალაქ აზაზში სარაკეტო იერიშს ხუთი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი ემსხვერპლა.

გავრცელებული ცნობით, სარაკეტო დაბომბვის შედეგად კიდევ ხუთმა ადამიანმა სხეულის დაზიანება მიიღო. ამ დრომდე დაუდგენელია,  რომელი ტერიტორიიდან დაიბომბა ქალაქი აზაზი, რომელიც თურქეთის საზღვრის მახლობლად, თურქეთის მიერ მხარდაჭერილი ისლამისტი მეამბოხეების კონტროლის ქვეშაა.

ეს ინციდენტი მოჰყვა თურქეთის უპილოტო თვითმფრინავებისა და ავიაგამანადგურებლების თავდასხმებს სირიაში ქურთული სამხედრო ჯგუფების პოზიციებზე.