სირიის ჩრდილოეთ რეგიონში, რომელსაც თურქეთი აკონტროლებს, აფეთქების შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. თურქული მხარის ინფორმაციით, აფეთქება თელაბიადში მოხდა.
თურქული მხარე აფეთქებაში ქურთულ შენაერთებს ადანაშაულებს.
შეგახსენებთ, თურქეთმა სირიის ჩრდილოეთ რეგიონებში 9 ოქტომბერს დაწყებული სამხედრო ოპერაცია რამდენიმე კვირის წინ მოლაპარაკებების შემდეგ შეაჩერა.