სირიის არმიის ცნობით, აღმოსავლეთ ღუტაში მეამბოხეების კონტროლის ქვეშ მყოფი ანკლავის 70 პროცენტი აიღეს

07:08, 20.03.2018

სირიის არმიამ და მისმა მოკავშირე ძალებმა აღმოსავლეთ ღუტაში მეამბოხეების კონტროლის ქვეშ მყოფი ანკლავის 70 პროცენტი აიღეს. ამის შესახებ ინფორმაციას სამთავრობო არმია ავრცელებს.

არმიის განცხადებაში ნათქვამია, რომ სირიის არმიის შენაერთებმა დაიკავეს სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთები, რამდენიმე სოფელი და ზოგიერთი ქალაქი.

ღუტაზე იერიშები, დამასკოს სიახლოვეს ბოლო დროის ყველაზე მასშტაბური სამხედრო ოპერაცია მეამბოხეების წინააღმდეგ თებერვლის შუა რიცხვებში დაიწყო.

ღუტა და სირიის საპირისპირო ნაწილში კიდევ ერთი ალყაში მოქცეული ანკლავი ათასობით მშვიდობიანმა მოსახლემ დატოვა და უსახლკაროდ დარჩა მას შემდეგ, რაც საომარი მოქმედებები ორივეგან გადამწყვეტ ფაზაში შევიდა.

მსგავსი