სირიის არმია აცხადებს, რომ შადადის სამხედრო ბაზაზე კონტროლი დაამყარა

14:24, 15.02.2026

სირიის არმია აცხადებს, რომ შადადის სამხედრო ბაზაზე კონტროლი დაამყარა.

ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს ინფორმაციას.

მათივე ცნობით, ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში სამხედრო ოპერაცია აშშ-თან კოორდინაციით ჩატარდა.

მედიის ცნობით, სირიის არმიის ეს ნაბიჯი აშშ-ის მიერ ალ-ტანფის სტრატეგიული ბაზიდან გასვლას მოჰყვა. იქამდე კი აშშ-მა ქურთების მიერ მართული სირიის დემოკრატიული ძალების (SDF) სირიის ამჟამინდელი ხელისუფლების დაქვემდებარებაში გადასვლას დაუჭირა მხარი.

მსგავსი