სირიის ალეპოს პროვინციაში აფეთქების შედეგად თურქეთის არმიის ხუთი ჯარისკაცი დაიღუპა
სირიის ალეპოს პროვინციაში აფეთქების შედეგად თურქეთის არმიის ხუთი ჯარისკაცი დაიღუპა

სირიის ალეპოს პროვინციაში აფეთქების შედეგად თურქეთის არმიის ხუთი ჯარისკაცი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას სირიის სამთავრობო გამოცემა „სანა“ ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, თურქეთის სამხედრო კოლონა ალეპოს პროვინციის აღმოსავლეთით გადაადგილდებოდა, როდესაც დანაღმული ავტომობილი აფეთქდა.

ინციდენტი გვიან ღამით, ქალაქ ჯარაბლუსში მოხდა. თურქული კოლონა სამხედრო ბაზისკენ გაემართა, რომელიც ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილშია განთავსებული.

აფეთქების შედეგად, სხეულის დაზიანება კიდევ 12-მა თურქმა ჯარისკაცმა მიიღო. დაშავებულები თურქეთის ტერიტორიაზე გადაიყვანეს.