სირიის ახალი მთავრობის წარმომადგენელი აცხადებს, რომ მოსკოვმა სირიაში საკუთარ სამხედრო წარმომადგენლობას უნდა გადახედოს
სირიის ახალი მთავრობის წარმომადგენელი აცხადებს, რომ მოსკოვმა სირიაში საკუთარ სამხედრო წარმომადგენლობას უნდა გადახედოს

სირიის ახალი მთავრობის წარმომადგენელი აცხადებს, რომ მოსკოვმა სირიაში საკუთარ სამხედრო წარმომადგენლობას უნდა გადახედოს. ამის შესახებ განცხადება სირიის გარდამავალი მთავრობის პოლიტიკური განყოფილების წარმომადგენელმა, ობეიდა არნაუთმა გააკეთა. ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.

„მე მივიჩნევ, რომ რუსეთმა უნდა გადახედოს წარმომადგენლობას სირიის ტერიტორიაზე და საკუთარ ინტერესებს“, – განაცხადა არნაუთმა.

მისივე თქმით, მოსკოვს შეუძლია ურთიერთქმედება სირიის ახალ ადმინისტრაციასთან, რათა აჩვენოს, რომ მას არ აქვს მტრობა სირიელ ხალხთან.

ცნობისთვის, რუსეთს აქვს ორი სამხედრო ბაზა სირიაში: საავიაციო ბაზა ხმეიმიმი ლატაკიის პორტის სიახლოვეს და სამხედრო-საზღვაო ბაზა ტარტუსში, ხმელთაშუა ზღვის პირას. 2017 წელს რუსეთმა გააფორმა შეთანხმება სირიის მთავრობასთან, რომლის მიხედვითაც, მას აქვს უფლება ეს ბაზები 49 წლით შეინარჩუნოს. ბოლო დღეებში დასავლეთის ქვეყნების დაზვერვა იუწყება, რომ რუსეთს სირიაში მდებარე ბაზებიდან ჯარი გაჰყავს, ამ ინფორმაციას მოსკოვში არ ადასტურებენ.